PACE: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არც კანონიერია და არც ლეგიტიმური

საქართველოს მონიტორინგისათვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა – ტიტუს კორლეტანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE), საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთეს:

“ჩვენ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კვირას ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, არც კანონიერი და არც ლეგიტიმურია. ეს ქმედება აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესს და იმის ნაცვლად ,რომ ხალხი გაერთიანებს, ეს აქტი ხალხის ერთმანეთისგან დაცილებას იწვევს. ჩვენ ამას მხოლოდ ვგმობთ.”

თანამომხსენებლები, ფაქტების დადგენის მიზნით საქართველოში მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში ქვეყანას 2019 წლის 1 და 2 ივლისს ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...