პაატა ზაქარეიშილი: ჩვენს მთავრობას ერთი მტკაველი მიწა არ დაუკარგავს

ჩვენს მთავრობას ერთი მტკაველი მიწა არ დაუკარგავს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ორჭოსანში საოკუპაციო ხაზია გადმოწეული და არა საქართველოს საზღვრები. „ჩვენი ქვეყნის საზღვრები გადის კავკასიონის ქედზე და გლეხმა ძალიან კარგად იცის სად გადის სახელმწიფო საზღვარი. სახელმწიფო საზღვრები არ გადის ქვეყნის შიგნით, ის გადის ქვეყნის პერიმეტრზე, რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, ის დადგენილია კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უკვე მეშვიდე წელია. ეს ხაზი ჩვენ არ დაგვიდგენია, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადგინა, ისე რომ არც კი უბრძოლია. 2008 წელს სააკაშილი კუდამოძუებული ძაღლივით გამოიქცა, რაც არ გაუკეთებია არც შევარდნაძის და არც გამსახურდია მთავრობას“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს არ გამოვიდეს ჩარჩოებიდან. "ჩვენ მთავრობას არ ჰყავს არცერთი მსხვერპლი, არცერთი მტკაველი მიწა არ დაუკარგავს, არ ჰყავს არცერთი დევნილი. სად არის მთავრობაო როცა კითხულობენ, უნდა ვთქვა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებას ადგილზე იცავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობა კი ამ საკითხებს იქ წყვეტს, სადაც საჭიროა“, – განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა 3 წელია კბილებით იჭერს და ახლოს არ უშვებს ომს, რასაც ვერცერთმა მთავრობამ ვერ აარიდა თავი.

„ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და რუსეთი აქცია მოპასუხე მხარედ და ის გვპასუხობს ბანერით ან მავთულხლართით. ჩვენ ვაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, რუსეთი გვპასუხობს ბანერით, ჩვენ ვხსნით ოლიმპიადას რუსეთი გვპასუხობს მავთულხლართით…“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...