პაატა სალია: ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა გამოვიდეს გაბუნია სამსახურში შეზღუდვის მოხსნამდე

მე ვერ ვხედავ საფუძველს რატომ უნდა გამოვიდეს გიორგი გაბუნია სამსახურში მანამ, სანამ შეზღუდვა არ მოეხსნება რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას არხის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

გაბუნიასთან დაკავშირებით საკითხი დღეს არ დასმულა. ის გადაწყვეტილება , რომელიც მიღებული იქნა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რომ 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ვნახეთ, რომ ამაზე საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსენსუსი იყო.

მე არ ვიცი რატომ გაჩნდა ის მოსაზრება, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რამ უნდა შეცვალოს ის გადაწყვეტილბა, რომელიც თვითრეგულირების საბჭომ მიიღო. როცა მას მოეხსნება 2 თვის მერე შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას”,- განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...