პაატა სალია: თუ ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ კომპენსაცია უნდა მიიღოს, მიმართოს სასამართლოს

თუ ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ კომპენსაცია უნდა მიიღოს, მიმართოს სასამართლოს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ახლადანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ “აიპრესის” კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“არ ვიცი ნიკა გვარამია რა თანხაზე ლაპარაკობს, არ მინახავს ეს კონტრაქტი. როცა გავეცნობი, სამართლებრივ პოზიციას მოგახსენებთ. თუმცა თუ ნიკა გვარამიას აქვს პრეტენზიები მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუ თვლის, რომ დაირღვა კონტრაქტი და კომპენსაციაზეა საუბარი, მიმართოს სასამართლოს. მე არ ვიცი რა იურისდიქცია უწერია კონტრაქტში. შესაბამისად ამ კონტრაქტის მიხედვით უნდა იმოქმედოს. თუ თვლის კომპენსაციაა აქვს მისაღები, მიმართოს სასამართლოს შესაბამის ორგანოს”, – განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დღეს განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-თან ხელშეკრულება 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს, ხოლო მისი შეწყვეტის შემთხვევაში ის მიიღებს კომპენსაციას 5 მილიონი დოლარის ოდენობით. მისი თქმით, ხელშეკრულების თანახმად ეს იმ შემთხვევაშიც ვრცელდებოდა თუ კომპანიის მფლობელები შეიცვლებოდენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად