პაატა სალია “რუსთავი 2”-ში მივიდა და ნიკა გვარამიას ხვდება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია “რუსთავი 2”-ში მივიდა. ის ამ წუთებში არხის უკვე ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას ხვდება.

“მე მოვედი იმ საკითხებზე სასაუბროდ, რაც დაკავშირებულია ფინანსურ საქმიანობასთან, სამართლებრივ ნაწილთან, რათა კომპანიამ შეუფერხებლად იმუშავოს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ამ ნაწილში მე არ ვერევი”, – უთხრა გვარამიას სალიამ, რაზეც გვარამიამ უთხრა, რომ მას რატომ აბარებს ანგარიშს.

სალიას პასუხი კი ასეთია: “ანგარიშს არ გაბარებთ, უბრალოდ ცივილიზებულად როცა ხდება ერთი დირექტორის შეცვლა მეორით”.

გვარამია კი პასუხობს: “ასე ხდება ცივილიზებულად, როგორც დღეს მოხდა?! გადაბარება როგორ და რა პირობებში ხდება, ეს ხომ იცით?” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად