პაატა სალია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს დღეს საღამოს შეხვდება

ამის შესახებ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ჟურნალისტს ერთობლივად საღამოს, დიდ დარბაზში შეხვდება და მათ კითხვებს მოისმენს.

“შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს. თამილა გველესიანთან საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, ასევე გამაცნო ზოგადად ტელევიზიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია.

ფინანსისტებს ჯერჯერობით არ შევხვედრივარ. მათ ცოტა მოგვიანებით შევხვდებით. საღამოს, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო გამოშვებები დასრულდება, ყველა ჟურნალისტთან მექნება შეხვედრა. ერთობლივად ყველას შევხვდებით, ერთ დიდ დარბაზში. ყველა შეკითხვაზე ვეცდები პასუხი გავცე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...