პაატა სალია: რუსთავი 2-ის 60 %-იანი წილის დაყადაღება არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის

“რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიის 60 %-იანი წილის დაყადაღება, არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლიას. პაატა სალიას კომენტარს “რუსთავი 2” თავად ავრცელებს.

რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს, პაატა სალიას განცხადებით, იურიუდილ შეფასებას, სასამართლოს განჩინების შემდეგ გააკეთებს.

“არხი არ მონაწილეობს სასამართლო დავაში, დაყადაღებული არის უშუალოდ ფიზიკური პირის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 % წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის, შესაბამისად ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს რომ, კომპანიას რაიმე საფრთხე შეექმნას. პირიქით, უახლოეს პერიოდში “რუსთავი2″ იწყებს ახალ გადაცემებს და სულ მალე ეთერში იქნება ახალი მეგა-შოუ. ქიბარ ხალვაში განაგრძობს ტელევიზიაში ინვესტიციებს.

ქიბარ ხალვაშის პოზიცია არის, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩავიბაროთ განჩინება და შემდეგ უკვე იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვაპირებთ გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები. ეს შეიძლება იყოს გასაჩივრება, ან სხვა საპროცესო მოქმედება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცნობთ განჩინების შინაარს, ზეპირი გადმოცემით ვიცით მხოლოდ ის, რომ მოხდა წილების დაყადაღება,”- განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე განმარტებით, ქიბარ ხალვაშის მხარეს, სასამართლო განჩინების ჩაბარებიდან ასაპასუხო ნაბიჯები ხუთი დღის ვადაში უნდა გადადგას.

შეგახსენებთ, რომ თქბილისის საქალაქო სასამართლომ, აქომიძე-დვალის სარჩელი დღეს წარმოებაში მიიღო და “რუსთავი2-ის” 100 %-იანი წლის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 % დაყადაღდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად