პაატა სალია: მინდა, სამუდამოდ დავუსვა წერტილი გარკვეულ სპეკულაციებს

არანაირი საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო, არ არსებობდა, ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე.

“დღეს სოციალური მედიით სხვადასხვა ტელევიზიებით და მათ შორის ჩვენი ტელევიზიითაც გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას.

ამასთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვა გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

შეგახსენებთ ყველას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სარჩელი და „რუსთავი 2“-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების ყარამანაშვილების, ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელები არ დააკმაყოფილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი, რომელთან დაკავშირებითაც იქნა გამოყოფილი უზრუნველყოფის ღონისძიება. შეგახსენებთ იმას, რომ ეს გამოყენებული იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო, არსებობდა გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების საფრთხე, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირცხა ამგვარი საფრთხის არსებობა.

მართალია ეს უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ალბათ, დროებითი ღონისძიებების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობისას, ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა, „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები.”-განაცხადა სალიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...