პაატა სალია ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს, შესაძლოა, დღეს ან ხვალ შეხვდეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2-“ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შესაძლოა, დღეს ან ხვალ შეხვდეს.

ჯერ უცნობია, ძალაში რჩება თუ არა 2017 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2“-ის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში დვალსა და აქიმიძეს წილის 50 პროცენტს გადასცემდა, დვალი კი, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებდა.

,,მოგეხსენებათ, ასე არ ხდება ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ერთ წამში ვიცოდეთ, რისი ცოდნაც გვინდა და ერთ წამში წყდებოდეს ყველა საკითხი. ამიტომ, გვმართებს მოთმინება. მთავარი ახლა არის, რომ არ დაზიანდეს ტელეკომპანიის ინტერესები და არხმა გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მუშაობდა. დანარჩენი დროის საკითხია. ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, დღესაც, ხვალაც. მაშინ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, გადაწყდება ეს საკითხებიც და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად