პაატა სალია: დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს ყალბია

“ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს”,-ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა

“ეს საქმე სასამართლო წარმოებაშია. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია.

ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს და ქიბარს უნდა დაებრუნება ეს თანხა სარგებლით ანუ პროცენტით. მეორე ნაწილი ამ ხელშეკრულების იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ეკუთვნოდა ირაკლი ოქრუაშვილს და იმ შემთხვევაში თუკი ქიბარ ხალვაში იჩივლებდა, 7 მილიონი უნდა გადაეხადა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს.

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა რეხვიაშვილის თქმით, აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს ქალაქ ბერლინში დაიდო. “2004 წელს გვახსოვს,რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა “რუსთავი2”-ის 100%, მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...