პაატა სალია: ჩვენთანაა მაია ასათიანი, კომედი ჯგუფი, შუადღის, დილის გადაცემების ნაწილი

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

პაატა სალიას თქმით, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, იმისათვის რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს.

“რუსთავი2”-ელები დაბრუნდნენ შევებულებებიდან. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ აუცილებლად ყველა გადაცემა, რომელიც მაყურბლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი. კომედის ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე, ძალიან მალე დავბრუნდეთ “კურიერით” მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში ” – განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად