პაატა იმნაძე: ვიყოთ მოსვენებული, მაგრამ აქტიური, უნდა ვიმოძრაოთ, რაც შეიძლება მეტი

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციები დააკონკრეტა. 

გადაცემაში “პოლიტმეტრი” პაატა იმნაძემ განმარტა, რომ მკურნალობა, როგორც ასეთი, სახლში მყოფ პაციენტების უმრავლესობას, საერთოდ არ სჭირდება.

“მივიღოთ მეტი სითხე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამძიმებას. ერთ-ერთი არის ის, რომ სისხლის შედედებაზე შეიძლება, ვირუსმა იმოქმედოს. ამიტომ დავისვენოთ, თუმცა ვიმოძრაოთ სახლში. დაახლოებით, თვითმფრინავში ვინც მჯდარა, ძალიან დიდხანს რომ ერთ პოზაში ხარ, არ შეიძლება. ჯობია, ვიაროთ აქეთ-იქით, რომ სისხლმა კარგად იმოძრაოს. თუ სითხესაც მივიღებთ, მარტივად რომ ვთქვა, სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხლძარღვებში. ლიმნიანი ჩაი კარგია ამისთვის.

თუ სამედიცინო ჩვენებაა, არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაციენტი. თუ რისკფაქტორია და რაიმე მძიმდება, პაციენტი უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, სახლის პირობებში, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება ე.წ. სისხლის გამათხელებლების მიღება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად