პაატა იმნაძე: უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა

უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შემუშავდა პროტოკოლი, სადაც გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება.

“გავითვალისწინეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც არჩევნები ჩატარდა, შემუშავდა ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო კომისიისთვის. პრაქტიკულად, დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი როგორც საარჩევნო კომისისების წევრების, ასევე ამომრჩევლებისთვის, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა, რადგან იმის შანსი, რომ იქ ადამიანს ვირუსი გადაედოს, პრაქტიკულად არ არსებობს. ჯერ ერთი, დროც ცოტაა, ნიღბით არის ადამიანი, კალამი ერთჯერადი იქნება, ხელების დამუშავება და სხვა ყველაფერია გათვალისწინებული, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს ხმის მიცემის პროცედურა”, – განაცხადა იმნაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად