პაატა იმნაძე: ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსთან ბრძოლის მართვაში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა, რომ ბათუმში ტესტირების კარვების დადგმა “პოპულისტური” გადაწყვეტილება იყო. 

“ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი, ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა და შემდეგ, უკვე პასუხები დაგვიანდა იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ.

ეს იყო ჩვენი შეცდომა. შეცდომა არ მოსდის მას, ვინც არაფერს აკეთებს. მერე კრიტიკა ადვილია მათთვის ვინც არაფერს აკეთებს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ: აგვისტოში ბათუმში PCR ტესტირებისთვის განკუთვნილი საველე კარვები ხუთ სხვადასხვა ადგილზე დადგეს.  დამატებით 2 ადგილას გაშალეს – ხოფის ბაზრობის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად