პაატა იმნაძე: სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან

“სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან. ბავშვები საიდანღაც ხო ინფცირდებიან? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან სადაც დადის, იქ”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში არის 12 წლიდან დაშვებული. ჩინეთში უკვე ამბობენ, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. ჩინეთს დღეს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი ჰყავს აცრილი. მილიარდ-ნახევარი აცრაა ჩატარებული. როგორც კი საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, ჩვენთანაც შეიძლება ვიფიქროთ, მანამდე გზა იმისა, რომ ბავშვები არ გახდნენ ავად, არის ის, რომ უფროსები ვიყოთ აცრილები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები
იტვირთება...