პაატა იმნაძე: შესაძლოა, ზაფხულისთვის კორონავირუსის პრეპარატი უკვე გვქონდეს

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მოდით ასე ვთქვათ, რეალურად ვაქცინა, რომელიც იქნება ბაზარზე, რათა ის ქვეყნებმა შეიძინონ, ამის იმედი მომავალი წლის ზაფხულამდე მაინც არ უნდა გვქონდეს. რეალობა ეს არის. დღეს არის 20-მდე ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ვისაც აქვს წინაპირობა, რომ ვაქცინა შეიქმნას და უკვე დაიწყო ცდები, მაგრამ მსოფლიოში ვაქცინების გამოცდის რეგულაციები ისეთია, რომ, სანამ ის მივა საბოლოო პროდუქტამდე და ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ამას დასჭირდება მინიმუმ 1 წელი, ეს არის მინიმუმის მინიმუმი. ისე წელიწადნახევარი მაინც არის საჭირო.

უფრო რეალურია პრეპარატი გამოჩნდეს ანტივისრუსული, სპეციფიური ამ დაავადების სამკურნალო. მოგეხსენებათ, 80% ამ დაავადებას ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ არავინ არ იცის, ვინ იქნება ის 15%, ვის ორგანიზმშიც მძიმედ მიმდინარეობს. აი ამათთვის იქნება ეს პრეპარატები საჭირო. არის წინაპირობები, რომ ზაფხულისათვის შესაძლებელია ეს პრეპარატებზე კლინიკური კვლევები იყოს ჩატარებული. იმედი ვიქონიოთ, რომ ზაფხულისთვის სამკურნალო პრეპარატი იქნება”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად