პაატა იმნაძე: შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, კორონავირუსი ადამიანს ხელმეორედ დაემართოს.

” ამბობენ, რომ ჩინეთში ამისი შემთხვევები იყო აღწერილი. ამის ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად, ასე რომ, covid-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. რამდენად ხშირი იქნება ეს? – არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად