პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, კორონავირუსი უკან მინიმუმ შემდეგ ზაფხულამდე არ დაიხევს

“მანდამდე სამწუხაროდ დიდი დროა. მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე”, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე “ტვ პირველის” წამყვანის კითხვას როდის ექნებათ ოპტიმისტური განცხადების საფუძველი, რომ კორონავირუსმა დაიხია უკან. 

“იმედია, მანამდე იქნება ეფექტიანი ვაქცინები, რაც მეტ-ნაკლებად მოგვცემს საშუალებას, რომ ვმართოთ სიტუაცია. მანამდე რაც არის კორონასთან ბრძოლის საშუალება, სამწუხაროდ იმ მეთოდებით ვსარგებლობთ, რაც ჩვენის წინის წინა თაობის და კიდევ იმის წინა თაობისგან არის მოგონილი. ეს არის ნიღაბი დახურულ სივრცეში და როცა დისტანციის დაცვა არ შეგვიძლია ღია სივრცეშიც. მაქსიმალურად დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა. ეს არის ძირითადი საშუალებები”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ეპიდსიტიაციის გაუარესების გამო მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად