პაატა იმნაძე: ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის – აკრძალვა ძალაში რჩება

დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით დიდი ზომის ქორწილის, ქელეხის ან იუბილეს გადახდაზე აკრძალვა ძალაში რჩება.

“აიპრესის” კითხვაზე: დღეიდან დასაშვები გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ღია სივრცეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კი დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.  აქედან გამომდინარე, მოიხსენება თუ არა აკრძალვები ქორწილების, იუბილის და ქელეხების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე?  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ  ასე უპასუხა:

“ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს. სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის, ამიტომ, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჯერჯერობით ჩვენი რეკომენდაცია ასეთი – დიდი ზომის ღონისძიები ჯერეჯერობით არ არის რეკომენდირებული”.

შეგახსენებთ, მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოში საგანგებო მდომარეობა გაუქმდა, 2020 წლის 15 ივლისამდე იკრძალება ქორწილის, ქელეხის და დაბადების დღეზე 10-ზე მეტი კაცის შეკრება.  იმ შემთხევაში თუ  ქორწილში, იუბილეზე, ნათლობაზე და ქელეხზე, 10-ზე მეტი კაცი იქნება,  ფიზიკური პირი 2000 ლარიან ჯარიმას გადაიხდის, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარიან ჯარიმას.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად