პაატა იმნაძე: პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია

“არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ”-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

” შვედეთის საქართველოსთან შედარება არ შეიძლება, არც იტალიასთან და ესპანეთთან, რადგან ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება სხვაა. ყველაფერს რომ დავი დავანებოთ, მოქალაქეების 50 % ცალკე ცხოვრობს. მოსახლეობაზე თუ ვიანგარიშებთ, შვედეთში 6-ჯერ მეტი არის დაღუპული, ვიდრე დანიაში. ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი. ასევე, ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში. ზოგს ბელარუსის მოდელი მოსწონს, ზოგს – შვედეთის. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ“, – განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადებამდე ჯერ ძალიან შორია.

“ჯერ არაფერი არ ჩანს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადოს. აქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. პანდემია არ დასრულებულა და ვნახოთ, რა მოხდება“,- განაცხადა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად