პაატა იმნაძე: მოგვიწევს შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება.

“მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად