პაატა იმნაძე: მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში სტუმრად ღამე საქეიფოდ არ წავიდეთ

“მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში სტუმრად ღამე საქეიფოდ ახლობლებში, ნათესავებსა და მეგობრებში არ წავიდეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელან განაცხადა.

„ძირითადი პრობლემა არის სუფრები, ვინაიდან სუფრაზე ძალიანაც რომ გინდოდეს პირბადით ვერ დაჯდები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ე.წ კომენდანტის საათის გაუქმებას ბიზნესის და მოსახლეობის ნაწილი უკვე თვეებია ითხოვს. სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საღამოს და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მათზე უარყოფითად აისახება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...