პაატა იმნაძე: მიმდინარე წელს, საქართველოში წითელას 2 100 შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საქართველოში წითელას 2 100 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ცნობით, გამოლინდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად სავალდებულო აცრების გარდა, დამატებით 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

“ვიყიდეთ 95 ათასი ვაქცინა. თურქეთმა ახლა მოგვაწოდა 10 ათასი ვაქცნა. იცით, რომ სომხებმაც მოგვაწოდეს 30 ათასი ვაქცინა. დღეს საქართველოში აბოლუტურად იმდენი ვაქცინა არის, რომ ჩვენ წითელას არათუ გავაჩერებთ, საერთოდ ქვეყანაში წითელას პრობლემა მოიხსნება.

გრიპმა საკმაოდ მოიკლო, სადღაც 2,5-ჯერ მოიკლო დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

გარდა იმისა, რომ მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა H1N1, უკვე ცირკულირებს H3N2 და B ტიპის ვირუსიც გამოჩნდა. ტკიპების სეზონი იწყება, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თავი დავიცვათ ტკიპების კბენისგან ბუნებაში გასვლის დროს”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად