პაატა იმნაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება

კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა წლის ბოლომდე მზად იქნება, ხოლო საქართველოსთვის აღნიშNული ვაქცინა ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის იქნება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ალბათ, წლის ბოლომდე უკვე იქნება რამდენიმე ვაქცინა, კვლევის მესამე ფაზაში არიან. ჩვენამდე როდის მოვა, გასაგებია – ჯერ იმ ქვეყნებში იქნება, რომლებიც თავად აწარმოებენ თავიანთი ქვეყნებისათვის. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულიდან ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, ჩვენთვის,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად