პაატა იმნაძე: კორონას სხვა არაფერი არ გააჩერებს – გვინდა ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება

ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა.

„ცოტა მეტი ყურადღება რომ ყოფილიყო ადამიანების მხრიდან, ცოტა მეტი თავის შეწუხება იმ მხრივ რომ გაგვეკეთებინა ნიღაბი დახურულ სივრცეში, მეტად მოვუფრთხილებოდით ერთმანეთს. იქნებოდა კორონა, მაგრამ ასეთი ტემპით არ მოიმატებდა. კორონას სხვა არაფერი არ გააჩერებს. გვინდა ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება. თუ გავაკეთებთ ამას კორონა იქნება, მაგრამ ცოტა იქნება, არ გავაკეთებთ და კორონა იქნება ისე, როგორც არის სამეზობლოში და ყველგან მსოფლიოში”, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად