პაატა იმნაძე: ჯერჯერობით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვრჩებით, თუ არ ვჯობივართ

რა თქმა უნდა, სისტემა უკვე გადატვირთულია, მაგრამ არცერთი მძიმე ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა რეანიმაცია, მის გარეშე არ არის დარჩენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვრჩებით, თუ არ ვჯობივართ.

“არსებობს მსოფლიო ბაზები, სადაც ქვეყნები შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს. კი ბატონო კორონას რაოდენობა გვაქვს ბევრი და მზარდი, მაგრამ იქ არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც ქვეყნების შეიძლება შევადაროთ ერთმანეთს. მშვენიერი ბაზაა www.worldometers-ზე, სადაც არის სხვადასხვა მონაცენები. იგივე ტესტებზე – რამდენი ადამიანი გაიტესტა მილიონ მოსახლეზე. შეგიძლიათ ნახოთ, რომ საქართველო უსწრებს ევროპის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას. იქ ასევე არის, როგორია სიკვდიალიანობა მილიონ მოსახლეზე.

როდესაც სიკვდილზე ვლაპარაკობთ, ძალიან ძნელია ლაპარაკი. თითოეული სიკვდილი 100% და მეტია თითოეული ოჯახისათვის, მაგრამ რახან ასეთ კითხვას მისვამთ წერია, მილიონ მოსახლეზე სად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ნახავთ, ევროპის განვითარებულ რამდენ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს.

თუ მკითხავთ, მითხარით რაში ვჯობივართ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსო, ჯერჯერობით ისე მივდივართ, რომ არაფრით არ ჩამოვრჩებით, თუ არ ვჯობივართ. რა თქმა უნდა, სისტემა უკვე გადატვირთულია, მაგრამ არცერთი მძიმე ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა რეანიმაცია, მის გარეშე არ არის დარჩენილი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად