პაატა იმნაძე: ეკლესიამ ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, როგორი მოწესრიგებულად იყვნენ ხოლმე მორწმუნეები

რა მნიშვნელობა აქვს სად შეიკრიბება ბევრი ადამიანი ერთად – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პაატა იმნაძემ საზოგადოებას თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„რა მნიშვნელობა აქვს სად შეიკრიბება ბევრი ადამიანი ერთად. ეკლესიამ ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, როგორი მოწესრიგებულად იყვნენ ხოლმე მორწმუნეები, დისტანციის დაცვით, ნიღბებით თან ჩუმად ლოცულობდნენ. დღესაც იყო ერთ-ერთი სახალხო ზეიმი სადაც იყო ხალხი შეკრებილი. თუ ინფიცირებული მოხვდა, ვინც არ დაიცავს წესებს, ყველგან გავრცელდება. ღმერთმა ქნას არც „ფაბრიკიდან“ იყოს კლასტერი.“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად