პაატა იმნაძე: ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდინციონერების გამოყენება ნებადართული არ არის – ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში  

ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეებში ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდინციონერების გამოყენება ნებადართული არ არის და მაღალი რისკის შემცველია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემა, პაატა იმნაძემ ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ის კონდიციონერები რომელიც ჩვენთან გამოყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდენციონერები, რომელიც შიგნით ჰაერს ატრიალებენ, მათი გამოყენება ჯერ-ჯერობით  არსებული ყველა მონაცემებით მაღალი რისკის შემცველი. ამიტომ, თუ არ მუშაობს კონდენციონერები გარედან ჰაერის შემოტანაზე, რომელიც გრილდება, შემდეგ გააქვს ჰაერი დახურული სივრციდან, სამწუხაროდ ასეთი არ არის აბსოლუტური კონდენციონერების უმრავლესობა, რომელსაც საყოფაცხოვრებო  კონდენციონერები ჰქვია, მათი გამოყენება საშიშია.

ამიტომ, ვიცი რომ სიცხე იქნება ზაფხულში, ალბათ გაგვიჭირდება მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად