პაატა იმნაძე: დავიცვათ ელემენტარული წესები… ყარაჯალა გაიხსნა, მაგრამ რისკები რჩება

მოდით ტალღების თვლას ნუ დავიწყებთ და ცხრა ტალღას ნუ დავითვლით. სამწუხაროდ კორონას ისეთი პირი უჩანს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა დაიღალა და ელემნტარულ წესებს აღარ იცავს, რაც პრობლემებს ქმნის.

“მოდით ტალღების თვლას ნუ დავიწყებთ და ცხრა ტალღას ნუ დავითვლით. მთავარია, რომ სამწუხაროდ კორონას ისეთი პირი უჩანს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. ფაქტი ის არის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღალა შეზღუდვებისაგან. პრაქტიკულად ნიღბის ტარება ფორმალური გახდა. რეგიონებში განსაკუთრებით. თბილისის დიდ სუპერმარკეტებს თუ არ ჩავთვლით, თბილისშიც კი პრობლემატური გახდა ამ წესების შესრულება. ეს იქნება შედეგი. თუ გინდათ მეორე ტალღა დავარქვათ, თუ გინდათ მე-13, მაგრამ თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს…

დღეს გაიხსნა გაჩიანში სოფელი ყარაჯალა და სამწუხაროდ დღეს მოგვიწია მესტიის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა. იქ გაგრძელდება მეთვალყურეობა, რახან გაიხსნა ეს არ ნიშნავს, რომ სიმშვიდეა. მოგეხსენებათ მისი მოსახლეობის უმეტესობა თბილისის სოფლებშია დასაქმებული, ამიტომ რისკები რა თქმა უნდა რჩება”, – განაცხადა პაატა იმნაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად