პაატა იმნაძე: covid19-ის 30 შემთხვევაა დაკავშირებული ერთ კერასთან, ამიტომ, სვანეთში ის ღონისძიებები აუცილებელი იყო

“გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი. ამასთან, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს მაინც კვლევა. 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს ძალიან ბევრია. ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც გატარდა სვანეთში, აუცილებელი იყო”, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

“სვანეთში, გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისშია გაგზავნილი და დაწყებულია ანალიზები, ასევე, 400-ზე მეტი ტესტი გაგზავნილია ზუგდიდში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად