პაატა იმნაძე: covid-19-ით იღუპებიან ჩვენი მეგობრები, ნათესავები- მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები

„სიტუაცია საკმაოდ დაძაბული გვაქვს. ერთადერთი, ახლა დარჩა, რა რეგულაციებიც არსებობს, ის დავიცვათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძემ განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ცოტა გამკაცრდა რეგულაციები ბავშვთა ბანაკებთან დაკავშირებით, ასვე კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების ჩატარებასთან დაკავშირებით. გზა ერთია – ვაქცინა არის, უნდა ავიცრათ, სხვანაირად კორონა არ გაჩერდება, უფრო სწორად, კორონასგან სიკვდილიანობა. ეს რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად სრულიად საკმარისია, მთავარია, ის, რა რეგულაციაც არსებობს, დავიცვათ. არიან ადამიანები, რომლებიც სხვის შეცდომებზე სწავლობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით.

იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლთშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითებიც მაქვს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. ახლახანს მოხდა ერთ-ერთ რაიონში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები
იტვირთება...