პაატა იმნაძე: ჩვენი რეკომენდაციაა, ბუნებაში გასვლის დროს ტკიპების კბენისგან თავი დავიცვათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, ბუნებაში გასვლის დროს ტკიპების კბენისგან თავი დაიცვას.

“ვიყიდეთ 95 ათასი ვაქცინა. თურქეთმა ახლა მოგვაწოდა 10 ათასი ვაქცნა. იცით, რომ სომხებმაც მოგვაწოდეს 30 ათასი ვაქცინა. დღეს საქართველოში აბოლუტურად იმდენი ვაქცინა არის, რომ ჩვენ წითელას არათუ გავაჩერებთ, საერთოდ ქვეყანაში წითელას პრობლემა მოიხსნება.

გრიპმა საკმაოდ მოიკლო, სადღაც 2,5-ჯერ მოიკლო დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

გარდა იმისა, რომ მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა H1N1, უკვე ცირკულირებს H3N2 და B ტიპის ვირუსიც გამოჩნდა. ტკიპების სეზონი იწყება, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ თავი დავიცვათ ტკიპების კბენისგან ბუნებაში გასვლის დროს”,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად