პაატა იმნაძე: ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არ გაუარესდეს და შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია, მოსახლეობამ რეკომენდაციები სათანადოდ დაიცვას.

„შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული კლასტერები, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფის, ჭირის სუფრის, ქორწილების შემდეგ. გასაგებია, რომ პირბადით სუფრასთან ვერ დაჯდები. ჩვენი პირველი მტერი არის სუფრა. სადაც არის რეგულაციები დაცული, იქ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. ჩვენ ხომ ვხედავთ, სადაც ეპიდაფეთქებებია, იმ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრების დამატება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში.

„რა თქმა უნდა, იგეგმება ვაქცინაციის ცენტრების დამატება არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში“, – თქვა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...