პაატა იმნაძე: ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ძლიერი იქნება, ჯანდაცვის სისტემა შესაბამისად იყოს მომზადებული.

პაატა იმნაძის განმარტებით, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს დაიცავენ, მაშინ დიდი პრობლემები არ შეიქმნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვითარება დაიძაბება გაცილებით ადრე, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობს.

“თუ კარგად მოვიქცევით, ასე იქნება და არ შეიქმნება დიდი პრობლემები თუ სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას რომ ვუყურებ, შეიძლება, სიტუაცია დაიძაბოს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ამას ველოდებოდით“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად