პაატა იმნაძე: ბოლნისის რაიონის ორ სოფელში დაახლოებით “იტალია” ხდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანსა და გეტაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შეფასებით, ბოლნისის ამ სოფლებში ვითარება უკიდურესად კრიტიკულია.

“ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც, ვიტყოდი რომ, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ, დაახლოებით, იტალია ხდება. მსჯელობა იყო, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ სიტუაციის კონტროლი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება მერე რა გზებით და საშუალებებით უნდა მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად