პაატა იმნაძე: არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმერთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“არ ველოდებით ამას, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. თუმცა, მე ვიცი, რომ ამან ძალიან ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც აღვნიშნეთ, სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს ვაქცინა დედამიწის მოსახლეობისთვის, დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობს, მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად