პაატა იმნაძე: აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა ტალღის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა ეფექტურობა აჩვენა.

მისივე თქმით, დღეს შეუძლიათ, რომ შეზღუდვების ნაცვლად საზოგადოებას შესთავაზონ ალტერნატიული გზა, რაც ვირუსის გავრცელებას შეაკავებს.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახოსვს, აქ რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, თურმე ღამე დადიოდა, რადგან ვიდრე შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო გავრცელებლი. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს მაშინ თავისი აზრი ჰქონდა, როდესსაც ჩვენ არ შეგვეძლო, საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თავის დაცვის ალეტრენატიული გზები. დღეს ალტერნატული გზა არის პირველ რიგში, ვაქცინა და არსებული რეგულაციების დაცვა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვაქცინაციისა და არსებული რეგულაციების დაცით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები
იტვირთება...