პაატა იმნაძე: ამ ეტაპზე საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არის.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის აღნიშნული ვირუსით, 100 ათას მოსახლეზე 250 ადამიანია დაავადებული, ეპიდემიური ზღვარი კი, საქართველოსთვის 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაა.

იაშვილის კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკა კანდელაკის თქმით, ე.წ. ღორის გრიპის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, ხველა, სისუსტე, ზოგჯერ გახანგრძლივებული ცხელება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპით გამოწვეული ინფექცია განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფონური დაავადება აქვს.

„ეს ფონური დაავადება უკავშირდება ძირითადად ქრონიკულ გულსისხლძარღვთა დაავადებას, ქრონიკულ ფილტვების დაავადებებს, ასთმას და.აშ. ასევე ადამიანებზე ვინც იმყოფებიან დიალიზზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

The post პაატა იმნაძე: ამ ეტაპზე საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არის appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად