პაატა იმნაძე: ახლა პირველი ჩვენი მტერი არის სუფრები

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, დიდი “კლასტერები” და ეპიდაფეთქებები ძირითადად სუფრებს უკავშირდება.

თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა დიდი კლასტერი, გარდა ოჯახურისა არის ქეიფების მერე. არის ჭირის სუფრების შემდეგ, ასევე ქორწილების მერე. ასე რომ სანამ ამ პერიოდში ამას არ გადავეჩვევით… გასაგებია, პირბადთ ვერ იჯდები სუფრასთან… ახლა პირველი ჩვენი მტერი არის სუფრები”, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...