პაატა იმნაძე: ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები

” ყველაზე უფრო გადამდები ადამიანი არის, როდესაც მას ხველა დაეწყება. “-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მაესტროსთან ინტერვიუში

” ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ-ჯერობით გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი ქვეყანაში გრძელდება და ვიღაცას თუ აქვს ტემპერატურა, ხველება და არ უკავშირდება უშუალოდ დასენიანებულ ქვეყნებში ყოფნას ბოლო ორი კვირის მანძილზე, ან თუ არ ჰქონდა დადასტურებული კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან, ასეთ ადამიანებს, შეუძლიათ, წყნარად იყვნენ. მათ ეს ვირუსი ჯერ ამ ქვეყანაში ვერ ექნებათ.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები.

ყველაზე უფრო გადამდები ადამიანი არის, როდესაც მას ხველა დაეწყება. მანამდე ადამიანი გადამდები არ არის. სიმპტომები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა რომ დაეწყება, გადამდები უკვე არის, მაგრამ ძალიან გადამდებია, როცა ხველება აქვს.”-ამბობს პაატა იმნაძე.

კომენტარები
იტვირთება...