პაატა იმნაძე: Pfizer-ის ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება ქვეყანას ამ წუთში შეუძლია

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„COVAX-ის პლატფორმიდან, იქ სადაც ფული გადახდილია, წინასწარი შენატანი, ქვეყანა იყიდის. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე მოგვაწვდის პირდაპირ ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინის მიღება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანამ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით თადარიგი ჯერ კიდევ აგვისტოში დაიჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად