პაატა იმნაძე: ფული შესაძლებელია იყოს ინფიცირების წყარო

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განცხადა.

მისივე თქმით, ფული, რომელიც ბანკში შედის სპეციალური სადეზინფექციო აპარატებით მუშავდება

“ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დრო. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენს მიერ. თუმცა, ფული ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შესაძლოა გადადიოდეს ხელიდან ხელში, შესაძლებელია იყოს ინფიცირების წყარო, თუმცა ისიც ვიცი, რომ როდესაც ფული ბანკში შედის ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად