პაატა ბურჭულაძე პრემიერზე: ეს არის მათი ქართული ოცნება, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში

ჩემო ბუბა, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენთან მთელი ცხოვების მეგობრობა მაკავშირებს! ეს არის მათი ქართული ოცნება, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ის, რაც დღეს მოხდა უკვე ფსკერიც აღარ ქვია!
ჩემო ბუბა, მიყვარხარ და ვამაყობ, რომ შენთან მთელი ცხოვების მეგობრობა მაკავშირებს!
საქართველოს პრემიერმინისტრს თურმე გული წყდება, რომ ბუბამ ერთ საღამოში დაკარგა ხალხის სიყვარული და რეპუტაცია. ეს არის მათი ქართული ოცნება, მოკლან ყველა ავტორიტეტი ქვეყანაში, მათსავით უსახური და მონა გახდეს ჩვენი საზოგადოება! ამაზე ოცნებობენ, მაგრამ ვერ ეღირსებიან!
რა მდაბიო და ბოროტი უნდა იყო, როგორი ყველაფრის მკადრებელი, რომ ბუბაზე გადავლის სურვილიც ასე ვერ დაფარო, მის მიმართაც ასეთი სიძულვილი გამოავლინო. ან რა ბრიფინგის თემა ეს არის ქვეყნის პრემიერმინისტრისთვის ვინმემ ამიხსენით!
ყველა არარაობის საყურადღებოდ! ბუბა ყოველთვის იქნება ბუბა, საქართველოს სიამაყე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი და ხალხსაც ყოველთვის უსაზღვროთ ეყვარება.
ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე 31-ში და ხმა მივცეთ ამ მავნებელი არარაობების წინააღმდეგ!” – წერს პაატა ბურჭულაძე Facebook-ში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად