პაატა ბურჭულაძე: მე მყავს გუნდი, როგორიც საქართველოს არ ჰყოლია 25 წელია

"ზეწოლა, რომელიც ჩვენზე ხორციელდება განპირობებულია იმით, რომ დღევანდელ მთავრობას, ჩვენი ძალიან ეშინია,“ – განაცხადა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ბურჭულაძის განცხადებით, მას ჰყავს ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გუნდი, ისეთი როგორიც საქართველოს არ ყოლია 25 წლის განმავლობაში.

"მე მყავს დღეს ისეთი გუნდი, როგორიც საქართველოს არ ყოლია 25 წლის მანძილზე. ამაზე არის მთელი შეტევა, ეს არის ეკონომიკური გუნდი.
მე ყოველთვის ვიყავი ყველა პრეზიდენტის გვერდში, ვინც კი რაღაც იმედს იძლეოდა. გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი… თავიდან ოთხივე იძლეოდა იმედს, ოთხივემ ბრწყინვალედ დაიწყო და ცუდად დაამთავრა. 

დღეს საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული დრო რაც მე მინახავს. 25 წელია ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. 25 წელი ჩვენ ვიბრძვით, რომ შევინარჩუნოთ ტერიტორიული მთლიანობა და ხალხს მივცეთ საზრდო,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად