პაატა ბურჭულაძე: ივანიშვილმა დაინახა, რომ ჭარბი უნდობლობა აქვს, მიატოვა გუნდი და უთხრა, ახლა თქვენ აგეთ პასუხიო

ივანიშვილმა დაინახა, რომ ჭარბი უნდობლობა აქვს, მიატოვა გუნდი და უთხრა, ახლა თქვენ აგეთ პასუხიო, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა და ფონდ “იავნანას” დამფუძნებელმა “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“ივანიშვილმა დაინახა, რომ როგორც თავად ამბობდა მას არათუ ჭარბი ნდობა არ აქვს, არამედ პირიქით ჭარბი უნდობლობა აქვს და ყველანაირად თავი დაიცვა. ამ წლებში მათ არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ, ყველაფერი გააფუჭეს. ახლა მან მიატოვა გუნდი და უთხრა, რომ ახლა თქვენ აგეთ ამაზე პასუხი. მე ჩამოვაყალიბებ ახალ პარტიას, რომელიც თქვენ ჩაგანაცვლებთ და ისევ მე ვიქნებიო. მე ასე გავიგე”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად