ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე ბეგლარ სიორიძემ აანთო

ქალაქ ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ აანთო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

"დღევანდელ დღეს დავარქვათ ნაძვის ხის ანთება ოზურგეთში და ჩვენს ქალაქში ასეთი საახალწლო ტრადიცია დავამკვიდროთ. გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს და ყველას გელოდებით 31 დეკემბერს თეატრალურ მოედანზე, სადაც ძალიან კარგი კონცერტი გვექნება,“ – მიმართა ოზურგეთელებს ბეგლარ სიორიძემ. 

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალზე ტრადიციული მრავალჟამიერი კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა "დილამ'' შეასრულა, ასევე, საახალწლო მუსიკალური ნომრები საბავშვო სტუდია "ბინულის" აღსაზრდელებმა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...