ოზურგეთში, ქალაქის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ აინთო

ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ აინთო. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა საბავშვო კონცერტი.

ოზურგეთის მოსახლეობას, დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

“გურიას და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ხვავსა და ბარაქას! 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისთვის, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მომავალი წელი იქნება არანაკლებ წარმატებული. თითოეული პროექტი, ორიენტირებული იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე” – ზურაბ ნასარაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად