ოზურგეთში მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერია-ლაითურის შემაერთებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე, მდინარე ნატანებზე, სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.

მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ოფიციალურად სოფლის მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.

150 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით შესრულდა.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებამ 2 484 000 ლარი შეადგინა. მერია-ლაითურის საავტომობილო ხიდი მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს.

ხიდის გახსნას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე და გამგებლის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ბადრი გობრონიძე და არჩილ ყაზაიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად