ოზურგეთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბერში დასრულდება

ქალაქ ოზურგეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამჟამად ასფალტის დაგების პროცესი ფარნავაზ მეფის, გურამიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ და ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მოინახულეს. სამუშაოებს შპს ‘’black sea group’’ ახორციელებს. აღნიშნული ქუჩების გარდა ასფალტის დაგება მალე გურიის, ჭანტურიას, ნიკოლაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე დაიწყება. სამუშაოები, რომელიც 998 877 ლარის ღირებულებისაა, ნოემბრის თვეში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...