ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისის დაბოქლომება სცადეს(ვიდეო)

ოზურგეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისთან , “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები მივიდნენ და დაბოქლომება სცადეს. თუმცა, ამის უფლება პოლიციამ არ მისცა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, არჩილ თალაკვაძეს და “ქართულ ოცნებას”  მატყუარა უწოდეს, რის შემდეგ, “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და” ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ დრომდე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ამის ამსახველ ვიდეოს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე ავრცელებს.

Posted by Giorgi Girkelidze on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად